ყველა სერვისი
გაეცანით მერლონსის სერვისებს: გარანტია, მიტანა, ატანა, მონტაჟი, დიზაინერების მხარდაჭერა, ნაწილების შეკვეთა და მოქნილი გადახდა
სერვისები დეტალურად
საგარანტიო მომსახურება
ყველა ბრენდზე მოქმედებს ინდივიდუალური გარანტია, რაც მოიცავს უფასო შეკეთებას და სათადარიგო ნაწილებს, თუ დაცულია გამოყენებისა და მონტაჟის წესები.
მიტანის სერვისი
შეძენილი პროდუქციის მიტანა ხდება მაქსიმუმ 3 დღის ვადაში. თბილისსა და ბათუმში მიტანის სერვისი უფასოა. მიტანა რეგიონებშიც ხელმისაწვდომია, მაგრამ ფასიანია და ფასი დამოკიდებულია კონკრეტულ მიტანის ლოკაციაზე.
ატანის სერვისი
დიდი ან მძიმე მასალის სივრცემდე ატანა იგეგმება წინასწარ შეთანხმებული მისამართისა და შენობის პირობების გათვალისწინებით. ატანის ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული შეკვეთის მიხედვით.
მონტაჟის სერვისი
მონტაჟის სერვისი ინდივიდუალურად ერგება პროდუქტის ტიპს, სივრცის მდგომარეობასა და პროექტის მოთხოვნებს, რათა შეძენილი მასალა სწორად ჩაჯდეს ინტერიერში. სერვისი ფასიანია, ფასი კი განისაზღვრება კონკრეტული შეკვეთიდან გამომდინარე.
ინტერიერის დიზაინერების მხარდაჭერა
ინტერიერის დიზაინერებს ვუმარტივებთ სამუშაო პროცესს და მუდმივად ვაწვდით საჭირო ინფორმაციას ბრენდებისა და პროდუქტების შესახებ.
ნაწილების შეკვეთის სერვისი
მერლონსი გეხმარებათ საჭირო ნაწილების შეკვეთაში გარანტიის დასრულების შემდეგაც, რათა პროდუქტის ექსპლუატაციის ვადა გაიზარდოს.
განვადება
შერჩეული პროდუქციის ღირებულების გადანაწილება შესაძლებელია მოქმედი პირობების მიხედვით. დეტალებს მერლონსის გუნდი შოურუმში აგიხსნით.
ნაწილ-ნაწილ გადახდა
ნაწილ-ნაწილ გადახდა გეხმარებათ შერჩეული მასალები უფრო მოქნილად შეიძინოთ და გადახდის პირობები შეკვეთას მოარგოთ.
ფილების ჭრა
დიდი ფორმატის ფილების, ფაიფურის ფილების, მარმარილოს, გრანიტისა და ქვის ჭრა პროექტის ზომებისა და ფორმის მიხედვით.